მაკა ბოჭორიშვილი: მოველით, რომ იქნება კონსულტაციები საქართველოსა და აშშ-ს შორის
მოველით, რომ იქნება კონსულტაციები საქართველოსა და აშშ-ს შორის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.
„ნამდვილად იყო გარკვეული კომუნიკაციები აშშ-ის მხარესთან. ფაქტობრივად, ერთი წლის განმავლობაში ველოდებით აშშ-ის მხრიდან, რომ იქნებოდა გარკვეული ნაბიჯები გადმოდგმული საქართველოსთან ურთიერთობებში. იყო კომუნიკაცია, თუმცა გადამეტებული მოლოდინების შექმნა არ მინდა არც ამ კომუნიკაციების საფუძველზე.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ საკითხებზე დაიწყოს საუბარი. ჩვენ მოველით, რომ იქნება კონსულტაციები საქართველოსა და აშშ-ს შორის და ჩვენ მოვახერხებთ გადავლახოთ ის მართლაც რთული მემკვიდრეობა, რომელიც დატოვა ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩვენს ურთიერთობებში“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.