„ცოცხალი კედელი“ – წიგნის წარდგენა გაიმართება

25 თებერვალს, 19:00 საათზე,  ჟურნალისტისა და ბლოგერის, არმაზ ახვლედიანის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „ცოცხალი კედელი” ქომაგის დღიურია, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდს – „ევრო 2024-ის“ მოვლენებს აღწერს.
„არმაზ ახვლედიანის ბლოგებს უკვე კარგად იცნობენ სპორტის მოყვარულები. ავტორი მისთვის დამახასიათებელი თანამიმდევრული, მხატვრული და იუმორნარევი თხრობით იხსენებს იმ ამბებს, რაც თან ახლდა ევროპის ჩემპიონატზე გასვლასა და ასპარეზობას. მისი ფიქრები შორეული ბავშვობის წლებსაც გადაწვდება და ყველა იმ მოგონებას მოგატარებთ, რომლებიც ყოველთვის ფეხბურთის ირგვლივ ტრიალებდნენ“, – წერია ინფორმაციაში.
წარმდგენი: მიხეილ ციხელაშვილი.

პრეზენტაცია გაიმართება „თიბისი კონცეპტში” (მარჯანიშვილის #7).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები