„ქართული ბალეტის გზა: ჭაბუკიანიდან ანანიაშვილამდე“ – შეხვედრა ბალეტის პრობლემებსა და პერსპექტივებზე

27 თებერვალს, 13:00 საათზე, ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების დღეს, გაიმართება ღონისძიება – „ქართული ბალეტის გზა: ჭაბუკიანიდან ანანიაშვილამდე“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მოწვეული სტუმარი ნინო ანანიაშვილი ისაუბრებს როგორც ვახტანგ ჭაბუკიანის შემოქმედებაზე, ასევე – საკუთარ შემოქმედებით გზაზე, ქართული ბალეტის განვითარებასა და საერთაშორისო წარმატებაზე.
მომხსენებელი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მის მიერ ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიით აღდგენილ საბალეტო სპექტაკლებს -„გორდა“, „ლაურენსია“ და „ოტელო“.
დასწრება თავისუფალია!

მისამართი: ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი, დავით აღმაშენებლის გამზირი 83/23.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები