თინათინ რუხაძემ თბილისის ილუზიების მუზეუმში მხატვარ დავით მაჭავარიანის მიერ შექმნილი „ვეფხისტყაოსნის“ გრაფიკული ინტერპრეტაციის ციფრული ვერსია დაათვალიერა

კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ თბილისის ილუზიების მუზეუმში მხატვარ დავით მაჭავარიანის მიერ შექმნილი „ვეფხისტყაოსნის“ გრაფიკული ინტერპრეტაციის ციფრული ვერსია დაათვალიერა.

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 14 თებერვლიდან, მუზეუმის დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ, „ვეფხისტყაოსანი“ სრულიად ახალ, თანამედროვე ფორმატში აღმოაჩინონ.

„ვეფხისტყაოსნის“ გრაფიკული ნამუშევრის ციფრული ვერსია უკვე ითარგმნა და გამოიცა იტალიაში, საფრანგეთსა და პოლონეთში.

„მადლობას ვუხდი პროექტის ავტორს, მხატვარ დავით მაჭავარიანს, რომელმაც, მულტიმედიის საშუალებით, „ვეფხისტყაოსანი“ განსხვავებული, საინტერესო სახით წარმოაჩინა.

შოთა რუსთაველი და მისი „ვეფხისტყაოსანი“ ქართველებისთვის მარადიული ფასეულობებია. დავით მაჭავარიანის ნამუშევარში კიდევ ერთხელ ვხედავთ დიდ ტრადიციებს, ღირებულებებს, იმ ღერძს, რაზეც დგას ჩვენი ერი.

ვფიქრობ, რომ ეს მულტიმედია პროექტი კუთვნილ ადგილს დაიმკვიდრებს და ძალიან ბევრ ადამიანს თანამედროვე ენით მოუყვება უდიდესი ნაწარმოების შესახებ”, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები