წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე: თეა ირემაშვილი და სოფი მაჭავარიანი მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

თბილისში, გლდანში, აკაკი ბაქრაძის სახელობის ბიბლიოთეკაში, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ: მწერალი თეა ირემაშვილი და საქართველოს მხატვართა კავშირი წევრი სოფი მაჭავარიანი. კლასის ხელმძღვანელი – პედაგოგი ია შველიძე.
შეხვედრისას ბავშვებმა მწერლებთან ერთად წაიკითხეს საბავშვო მოთხრობა: „სამყაროს მცველი ფერიები“ (ავტორი თეა ირემაშვილი) და ზღაპარი „ბება და ციცინათელების ქალაქი“ (ავტორი სოფი მაჭავარიანი).
„სამყაროს მცველი ფერიები“ მოგვითხრობს და-ძმის ჯადოსნურ მოგზაურობაზე ფერიებთან და ციურ სხეულებთან ერთად, სადაც მსჯელობენ დედამიწის გადარჩენის გზებზე. ბავშვებმა, მოთხრობის მთავარი გმირებისგან ისწავლეს, რომ დედამიწას და მის ბინადრებს უნდა გაუფრთხილდნენ, ტყეში ხანძარი არ უნდა გააჩინონ, არ უნდა დაანაგვიანონ და ფრინველებს და ცხოველებს მოუარონ. ერთმანეთის სიყვარულით და პატივისცემით, შექმნან გარემო სადაც ყველა მშვიდად და ბედნიერად იცხოვრებს.
„ბება და ციცინათელების ქალაქი“ არის თბილი ზღაპარი სიკეთეზე, შრომაზე და პატარა სასწაულებზე, რომლებიც მაშინ ხდება, როცა გულით ვსწავლობთ პასუხისმგებლობას. რაც ჩვენთვის გამოუსადეგარია, სხვისთვის შესაძლოა აუცილებელი და საჭირო გახდეს!
ეს ისტორია დაწერილია ბავშვებისთვის, რომლებსაც სჯერათ, რომ კეთილ გულს შეუძლია სამყარო გაანათოს – ისე, როგორც ციცინათელები ანათებენ ღამეს“.
ღონისძიება სახალისო ვიქტორინით დასრულდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები