სარჯველაძე – ფასების რეგულირებაზე: გვქონდა საუბარი იმის თაობაზეც, რომ სადაც შესაძლებელია, დავეხმაროთ ადგილობრივ წარმოებას, ამისთვის კომუნიკაცია აუცილებელი წინაპირობაა

“გარკვეულ შესაძლებლობას ყველა მხარე ხედავს – ბიზნესიც, სახელმწიფო სტრუქტურაც, ბენეფიციარიც, უკლებლივ ყველა დაინტერესებული მხარე”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ფასების რეგულირებაზე საუბრისას განუცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, კარგად იქნა შეფასებული ქართული ჯანდაცვის სისტემის წარმატებები, მათ შორის, ფარმაცევტიკის რეგულირების მიმართულებით, მათ შორის – რეფერენტული ფასების მიმართულებით.

“ვფიქრობ, რომ ეს კარგად დანახული არსებული მიღწევები შეიძლება, ძალიან კარგად იქნეს გამოყენებული, როგორც პლაცდარმი, შემდგომი განვითარებისთვის.

ეს უკავშირდება სპექტრის გაფართოებას, რომელმაც შეიძლება მოიცვას უფრო მეტი მედიკამენტი დასახელების თვალსაზრისით, ან როგორ გახდეს ეს ინსტრუმენტი უფრო ეფექტიანი, ფასების უფრო სამართლიანად რეგულირების კუთხით. გვქონდა საუბარი იმის თაობაზეც, რომ სადაც შესაძლებელია, დავეხმაროთ ადგილობრივ წარმოებას, ამისთვის კომუნიკაცია აუცილებელი წინაპირობაა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები