საქართველოს სახალხო დამცველმა ქუთაისის №2 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა
2025 წლის 30 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ქუთაისის №2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება მოინახულა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, იოსელიანი შეხვდა დაწესებულების ხელმძღვანელობასა და ადმინისტრაციას, გაეცნო დაწესებულებაში პატიმრების უფლებების დაცვის მდგომარეობას, ასევე, შეხვდა და ესაუბრა მსჯავრდებულებს, მათ შორის არასრულწლოვანებს. დაათვალიერა დაწესებულების ინფრასტრუქტურა.
სახალხო დამცველის და აპარატის თანამშრომლების მხრიდან პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგი და პატიმართა უფლებებზე ზედამხედველობა ხორციელდება რეგულარულად.