გურამ მაჭარაშვილი: იმედი მაქვს, შეიქმნება ისეთი ფორმატები, სადაც ნებისმიერი პოზიციონირების ჯანსაღი კრიტიკა იქნება

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივა საზოგადოებრივ ცხოვრებაში დებატების გახსნისა და საჯარო დისკუსიის დაბრუნების შესახებ შეაფასა.

„განსაკუთრებით ბოლო 3-4 წლის განმავლობაში არათუ დებატებზე იყო საუბარი, არამედ პირდაპირი ზეწოლა იყო სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე. იმედი მაქვს შეიქმნება ისეთი ფორმატები, სადაც იქნება ჯანსაღი კრიტიკა ნებისმიერი პოზიციონირების“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა:
„მთავარია, შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები, ეს პირველ რიგში მედიის გადასაწყვეტია, რა ფორმით წარიმართება დისკუსიები საჯარო სივრცეში, ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები