“რა რაოდენობაშიც უნდა იყვნენ ეს განულებული, რადიკალური პოლიტიკოსები, ვერანაირ პოლიტიკურ პროცესს ვერ შექმნიან” – წილოსანი

“აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ რადიკალების პატრონებსაც სხვა საფიქრალი და სადარდებელი გამოუჩნდათ. ვიცით, რომ ის ევრობიუროკრატები და ჩრდილოვანი ძალები, რომლებიც მათ გულშემატკივრობდნენ და აფინანსებდნენ, ახლა სულ სხვა პოზაში არიან ჩამდგარნი. მათ უწევთ – საკუთარი ქვეყნები თუ პოზიციები დაიცვან, ამიტომ, უკვე არც გარე დახმარების იმედი აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

როგორც წილოსანმა აღნიშნა, “რადიკალური პოლიტიკოსები სრულიად განულებულები არიან”.

„რაც შეეხება რადიკალ პოლიტიკოსებს, ისინი სრულად განულებულები არიან – 0+0=0. ამიტომ, რა რაოდენობაშიც უნდა იყვნენ ეს განულებული პოლიტიკოსები, ვერანაირ პოლიტიკურ პროცესს ვერ შექმნიან. წარმოუდგენელია, რომ საკუთარ თავს ისეთი დისკრედიტაცია გაუკეთონ, როგორიც მათ გააკეთეს. წარმოუდგენელია, რომ მათი ყოველი გეგმა ჩაიშალა და სრულად გაცამტვერებულები არიან და რაიმე პროცესი შექმნან და წარმოუდგენელია თითოეული ქართველის თვალში უკვე აგენტურად პოზიციონირებული ეს ვითომ პოლიტიკოსები რამე აქტივობაში მოვიდნენ“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები