დავით მათიკაშვილი – თეიმურაზ პაპასკირზე: მან პრაქტიკულად დაადასტურა, რომ აქვთ ჩვეულებრივი ურთიერთობა იმ დამკვეთებთან, ვინც BBC-ის დაუკვეთა იმ ცრუ ნარატივზე დაფუძნებული ფილმის, სიუჟეტის მომზადება და გადაღება
ქვეცნობიერმა უღალატა და აღიარებითი ჩვენება მისცა, მან პრაქტიკულად დაადასტურა, რომ აქვთ ჩვეულებრივი ურთიერთობა იმ დამკვეთებთან, ვინც BBC-ის დაუკვეთა იმ ცრუ ნარატივზე დაფუძნებული ფილმის, სიუჟეტის მომზადება და გადაღება, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა თეიმურაზ პაპასკირზე საუბრისას განაცხადა, რომელმაც „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში თქვა, რომ BBC-ის ხელმძღვანელობა „ქართული ოცნების“ საჩივრის დაკმაყოფილებას არ გეგმავს და ახალი მტკიცებულებების წარდგენას აპირებს.
მათიკაშვილის თქმით, მათ პასუხი უნდა გასცენ ქართველ ხალხს საიდან იციან BBC რას აპირებს.
„ამ ტყუილის და ძალმომრეობის თანამონაწილეები რომ არიან პრაქტიკულად პაპასკირმა ეს ყველაფერი თვითონვე დაადასტურა საკუთარი ჩვენებით“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.