საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რუსლან აბაშიძემ ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს პრაღის სასახლეში რწმუნებათა სიგელები გადასცა
2026 წლის 14 იანვარს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რუსლან აბაშიძემ ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს პრაღის სასახლეში რწმუნებათა სიგელები გადასცა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ცერემონიალის ფარგლებში, პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო განვითარების შესაძლებლობები.
“რუსლან აბაშიძემ გამოხატა მზაობა, აქტიურად შეუწყოს ხელი ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების განვითარებას და განმტკიცებას.
ჩეხეთის პრეზიდენტმა საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა”,- წერია ინფორმაციაში.