ირაკლი ქადაგიშვილი: კორუფციის მასშტაბებით პირველ ადგილზეა უკრაინა, მეორე ადგილზე მოლდოვა, საქართველო კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია, მაგრამ გვეუბნებიან, რომ ეს ორი ქვეყანა არის ლიდერი და საქართველო არის ჩამორჩენილი

“კორუფციის მასშტაბებით პირველ ადგილზეა უკრაინა, მეორე ადგილზე მოლდოვა, საქართველო კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია, მაგრამ გვეუბნებიან, რომ ეს ორი ქვეყანა არის ლიდერი და თქვენ ხართ ჩამორჩენილებიო”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„რატომ? აქ ხომ ობიექტურობაზე არაა საუბარი, აქ არის ერთგვარი შურისძიება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ვერ შეძლეს აქ ისეთი მარიონეტული ხელისუფლების მოყვანა, რომელიც მეორე ფრონტის გახსნას ადვილად დათანხმდებოდა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები