გიორგი გაბუნია: ევროკავშირის პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა, რომლებიც მართავენ ევროკავშირს, პრაქტიკულად არათანმიმდევრული და არასწორი პოლიტიკით ევროკავშირი ჩიხში შეიყვანეს

“ევროკავშირის პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა, რომლებიც მართავენ ევროკავშირს, პრაქტიკულად არათანმიმდევრული და არასწორი პოლიტიკით ევროკავშირი შეიყვანეს ჩიხში”,- ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

გაბუნია ევროკავშირის საელჩოს მიერ მომზადებულ ვიდეოკლიპს გამოეხმაურა.

„მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო. ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის საელჩოს მიერ მომზადებული ვიდეოკლიპი, სადაც მათი საქმიანობაც იყო ასახული, თუ რა როლი აქვს დღეს ევროკავშირს. ძალიან სამწუხაროა.

ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენ უკვე არანაირი ემოცია აღარ დაგვრჩა პრაქტიკულად ევროკავშირის მიმართ. აღარც გაბრაზება, აღარც აღშფოთება. ერთადერთი ემოცია რაც არის, ეს არის იმედგაცრუება რეალურად, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირს ამოძრავებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზანი საქართველოს მიმართ, ეს არის ძალადობრივი მეთოდებით მოახდინოს რევოლუციური პროცესების განვითარება და შემდგომში მოიყვანოს ხელისუფლებაში მართული ძალა, რომელსაც თავისუფლად მისცემს დავალებებს და შეასრულებინებს იმ ამოცანებს, რომლებიც მათ აქვთ საქართველოსთან მიმართებით.

მოგეხსენებათ, ევროკავშირის პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა, რომლებიც მართავენ ევროკავშირს, პრაქტიკულად არათანმიმდევრული და არასწორი პოლიტიკით ევროკავშირი შეიყვანეს ჩიხში. ის ძალიან ბევრი და მძიმე შეცდომა, რაც მათ დაუშვეს საქართველოსთან მიმართებით, ძალიან კარგად ჩანს თუ სად მიდის ევროკავშირი. როგორი პოლიტიკური ჩიხი აქვთ მათ და როგორი ეგზისტენციალური გამოწვევების წინაშე დგანან.

არანაირი იმედი არ მაქვს იმის, რომ არსებული პოლიტიკური მმართველი ისტებლიშმენტის პირობებში საქართველოსთან მიმართებით მათი პოლიტიკა შეიცვლება. რა თქმა უნდა, ისინი გააგრძელებენ მცდელობებს, მათ შორის რევოლუციური გზებით, ძალადობრივი მეთოდებით აქციების ორგანიზება იქნება თუ სხვა სცენარების განვითარებას და ამ სცენარების ხელშეწყობას“, – აღნიშნა მან.

ცნობისთვის, ევროკავშირის საელჩომ საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ვიდეო გაავრცელა, რომელშიც კადრები საპროტესტო აქციებიდანაა გამოყენებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები