ვოლსკი – სააკაშვილის განცხადებაზე: შობის თარიღებით სპეკულაცია ხალხის დაყოფასა და დაპირისპირებას ემსახურება
„7 იანვარი სწორედ კალენდრით დადგენილი ის დღეა, როდესაც შობას ზეიმობს ქვეყნების გარკვეული ნაწილი. სავსებით შეგნებით და სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ დღეს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს.
როგორც ის აღნიშნავს, შობის თარიღებით სპეკულაცია ხალხის დაყოფასა და დაპირისპირებას ემსახურება.
„7 იანვარი სწორედ ის, კალენდრით დადგენილი დღეა, როდესაც შობას ზეიმობს ქვეყნების გარკვეული ნაწილი. სავსებით შეგნებით და სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ დღეს. სააკაშვილმა ეს კარგად იცის, მაგრამ მისთვის ახლა მთავარია საზოგადოებაში რაც შეიძლება მეტი განსხვავება გაჩნდეს, დაპირისპირების ახალი კერები შეიქმნას. საზოგადოების გარკვეული ფენის შექმნა არის მისი იდეა, რომელიც დაუპირისპირდება ყველაფერს, რაც ქართულია, რაც ტრადიციულია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სულ მალე დადგება დრო, როცა საქართველო შობას აღნიშნავს ქრისტიანული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობასთან ერთად – 25 დეკემბერს.