“სიტყვის თავისუფლების სახელით შემოგვაპარეს ყველაზე უფრო ბოროტი და მკვლელი იარაღი, ზიზღის ენა” – შალვა პაპუაშვილი

“ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ სიტყვის თავისუფლების სახით შემოგვაპარეს ყველაზე უფრო ბოროტი და ყველაზე უფრო მკვლელი იარაღი, რომელიც კლავს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ კლავს ადამიანის სულს და, მათ შორის, იმის სულს, ვინც ამ იარაღს იყენებს – ზიზღის ენა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„როდესაც ვხედავთ, რომ საცდელ ცხოველებად ვყავდით ლამის, როდესაც ჩვენთან ზიზღი, ბოღმა, სიტყვიერი თავდასხმა არათუ რაღაცნაირად დაშვებული იყო, არამედ ამის მიესალმებოდნენ. ეს დღემდე გრძელდება ზოგიერთი ევროპელი ელჩისგან, თუ ევროპელი დონორი ორგანიზაციისგან. ვხედავთ, რომ ადამიანები, რომლებიც შუბლში ტყვიით ემუქრებოდნენ სხვებს, ფინანსდებოდნენ ბრიუსელის ბიუჯეტიდან. ჩვენ ვხედავდით, რომ ადამიანები, რომლებიც ბავშვიან დედას მიუვარდნენ და გამოლანძღეს. ეს ადამიანები არიან ჩახუტებული სხვადასხვა ევროპული საელჩოს და ელჩის მხრიდან ფინანსდებიან უხვად ბრიუსლიდან. ეს არის ზუსტად, რომ საცდელ ცხოველებად ვყავდით, როგორ დავჭამდით ერთმანეთს და, როგორ გადაეკიდებოდა ადამიანი ადამიანს. ამაზე მიუთითებს სწორედ პატრიარქი – ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ სიტყვის თავისუფლების სახით შემოგვაპარეს ყველაზე უფრო ბოროტი და ყველაზე უფრო მკვლელი იარაღი, რომელიც კლავს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ კლავს ადამიანის სულს და, მათ შორის, იმის სულს, ვინც ამ იარაღს იყენებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყური დავუგდოთ არა ფსევდოიდეოლოგიის გამავრცელებლებს, ბრიუსელს, მის დაფინანსებულ „ენჯეოებს“, არამედ ყური დავუგდოთ იმას, რაც ჩვენ მოგვდგამს უკვე 1700 წელია, ჩვენს ეკლესიასა და მის სიტყვას“, – განაცხადა  პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები