„ქართველი მადურო ჩვენ გვიზის რუსთავის მე-12 ციხეში“ – პაპუაშვილი
“საქართველო არ არის გლობალური ძალა, რომ გლობალური პროცესების შეფასებას ჩვენი მხრიდან რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს, საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემა არ არსებობს, ყველა მოქმედებს ეროვნული ინტერესების შესაბამისად”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„უცხო ქვეყნების დროშების ფრიალის ნაცვლად, ხელში ავიღოთ საქართველოს დროშა. ყველა მიუბრუნდეს ქართულ ღირებულებებს. ჩვენ შევხედეთ, უცხო ღირებულებებმა რა ქნა. მივხედოთ ქართულ ღირებულებებს, დავეყრდნოთ იმას, რასაც თუნდაც პატრიარქი გუშინდელ ეპისტოლეში ამბობს, ბევრ პრობლემატურ საკითხთან დაკავშირებით, იმ ზიზღის ენასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში არის და ასე გავიხედოთ წინ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ის ვენესუელის პრეზიდენტის, მადუროს დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ქართველი მადურო ჩვენ გვიზის რუსთავის მე-12 ციხეში“.