“დააკვირდით, სადაც არის ძალადობა, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა; სადაც არის ზიზღი, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა” – პაპუაშვილი

“დააკვირდით, სადაც არის ძალადობა, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა; სადაც არის ზიზღი, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი აცხადებს.

პარლამენტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმაურება, რომელშიც ექსპრეზიდენტმა ქვეყანაში შობის 25 დეკემბრის აღნიშვნის სურვილი გამოხატა.

„ეს ყველაფერი არის ის მავნე გარე ჩარევა, რომელსაც აქამდე ამერიკის წინა ადმინისტრაცია ედგა სათავეში, მილიონებს ხარჯავდა ამისთვის. ახალმა ადმინისტრაციამ აბსოლუტურად შეცვალა ეს პოლიტიკა, ამხილა ეს მავნე ჩარევის პრაქტიკა და დღეს ამით ევროკავშირია დაკავებული – საქართველოში ხალხის დაპირისპირების, ზიზღის შემოტანის, ძალადობის. დააკვირდით, სადაც არის ძალადობა, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა. სადაც არის ზიზღი, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა. სადაც არის ბოღმა, პიროვნული თავდასხმა, იქ ფრიალებს ევროკავშირის დროშა. ეს არის სამარცხვინო, რომ თავს აიგივებენ ძალადობასთან, ზიზღთან, მოლოტოვის კოქტეილთან“, – ამბობს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები