“დღეს ბრიუსელს ევროკავშირი ცივილიზაციურ უფსკრულთან მიჰყავს. ადამიანის დაწვას რომ ეძახიან პროევროპულობას, ამაზე მეტი სამარცხვინო რა უნდა მოხდეს?!”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„შუა საუკუნეებში ევროპაში ადამიანებს წვავდნენ. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა და ადამიანის ცოცხლად დაწვა არის პროევროპულობა, კი ბატონო – არის, მაგრამ არის რამდენიმე ასწლეულის წინანდელი ევროპულობა. ზუსტად ამ იდეოლოგიაში არიან ჩარჩენილები. რა გგონიათ, „მოლოტოვის კოქტეილები“ რისი სიმბოლიზმია? ზუსტად შუა საუკუნეების ადამიანების კოცონზე დაწვისა, ვისაც იდეოლოგიურად არ ეთანხმებოდი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.