გიორგი სოსიაშვილი: კონკრეტული ძალები იყვნენ ჩასაფრებულები და ხან ნეპალში განვითარებულ მოვლენებზე ოცნებობდნენ, ხან მაიდანზე, ახლა უკვე ვენესუელაში განვითარებული სიტუაციაც კი ინატრეს

გვმართებს ამ საერთაშორისო რთულ სიტუაციაში მაქსიმალური სიფრთხილე, – განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა.

მისივე თქმით, კონკრეტული ძალები იყვნენ ჩასაფრებულები და ხან ნეპალში განვითარებულ მოვლენებზე ოცნებობდნენ, ხან მაიდანზე, ახლა უკვე ვენესუელაში განვითარებული სიტუაციაც კი ინატრეს.

„ჩვენი ქვეყანა არის სუვერენული, შემდგარი სახელმწიფო, რომელსაც ნათლად აქვს დასახული თავისი განვითარების გზა და ამ გზას ჩვენ არ გადავუხვევთ არასდროს“, – აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ვენესუელაში რამდენიმეწუთიანმა ოპერაციამ ისიც დაადასტურა, რომ ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე, აღარ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები