ლევან მაჭავარიანი – პრემიერის ინიციატივაზე: „ქართული ოცნება“ პრობლემებს არასდროს გაურბის, ჩვენ ვრეაგირებთ კონკრეტული ნაბიჯებით – სურსათის ფასების შესწავლა უკვე დაწყებულია, შექმნილია სამთავრობო ჯგუფი ამასთან დაკავშირებით

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. ვიცით, რომ ეს პრობლემა დგას. „ქართული ოცნება“ პრობლემებს არასდროს არ გაურბის, ყოველთვის ვაღიარებთ. უბრალოდ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვრეაგირებთ  ამ პრობლემებზე კონკრეტული ნაბიჯებით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პრემიერის ინიციატივაზე სურსათის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია მუშაობა და მასში ჩართული იქნება სამართალდამცავი უწყებებიც.

„სასურსათო ფასების შესწავლა, რაც უკვე დაწყებულია, შექმნილია სამთავრობო ჯგუფი ამასთან დაკავშირებით, კომისია შეიქმნება უშუალოდ პარლამენტშიც, იქნება ძალიან გამჭვირვალე მუშაობა. აქ ჩართულები იქნებიან უშუალოდ კომპანიებიც, ვინაიდან მათი ინტერესებიც არ უნდა დაზიანდეს, თუმცა ჩვენ უნდა გავიაროთ ყველაფერი დეტალებში, იქიდან გამომდინარე, რომ პირველადი დაკვირვებით ჩანს, რომ ძალიან ჭარბია ის ფასნამატი, რომელი ფასნამატიც არის საზღვრიდან კონკრეტულად დახლამდე და პირველადი შეფასებით იკვეთება აშკარად, რომ შესაძლებელი არის ფასების შემცირება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არასდროს არ ჩავრეულვართ ბიზნესის საქმიანობაში, ბიზნესი სრულად არის თავისუფალი ნებისმიერი სახის წნეხისგან ჩვენი ხელისუფლების პირობებში და შესაბამისად ბიზნესის ჩართულობით, ჩვენ ერთად უნდა დავანახოთ ჩვენს მოქალაქეებს თუ რატომ არის ასეთი ფასები და შესაბამისად უნდა ვიპოვოთ ის წერტილები, სადაც შესაძლებელ იქნება ფასების დაწევა და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რასაც პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ სამართალდამცავი უწყებები ჩაერთვებიან ამ საქმიანობაში, იქიდან გამომდინარე, რომ თუ პოტენციურად არსებობს რაიმე სახის კარტელური გარიგებები, რაც იწვევს ფასების ხელოვნურ ზრდას, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამოძიებული უნდა იქნეს და ყველა პირი პასუხისგებაში უნდა მიეცეს“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები