შალვა პაპუაშვილი: ვინც პატივს არ სცემს ჩვენს სუვერენიტეტს, იქნება ეს ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი, დასავლეთი თუ სამხრეთი, შესაბამისი დამოკიდებულებაც გვექნება

„ვინც პატივს არ სცემს ჩვენს სუვერენიტეტს, იქნება ეს ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი, დასავლეთი თუ სამხრეთი, შესაბამისი დამოკიდებულებაც გვექნება,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ყველა ნაბიჯი ნაკარნახევია ეროვნული ინტერესებით.

„ჩვენი ყველა გადაწყვეტილება, ყველა ნაბიჯი ნაკარნახევია ჩვენი ეროვნული ინტერესებით და არა ვიღაცის კარნახით. ჩვენი ეროვნული ინტერესები არის ჩვენი ქვეყნის მთლიანობის აღდგენა და კეთილდღეობა. ჩვენი ქვეყნის მთლიანობაში იგულისხმება სუვერენიტეტიც. ამიტომ, ვინც პატივს არ სცემს ჩვენ სუვერენიტეტს, იქნება ეს ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი, დასავლეთი, სამხრეთი, მნიშვნელობა არ აქვს გეოგრაფიულ მიმართულებას, ვინც პატივს არ სცემს ჩვენს სუვერენიტეტს, შესაბამისი დამოკიდებულებაც გვექნება. არ სცემს რუსეთი ჩვენს სუვერენიტეტს პატივს, მკაფიოდ გვაქვს ჩვენი პოზიცია, რომ დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან და ნათქვამი გვაქვს, რა არის წინაპირობა, რომ ურთიერთობები აღდგეს. წინაპირობა არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სუვერენიტეტის პატივისცემა. არ სცემს ჩვენს სუვერენიტეტს პატივს ბრიუსელი? მათაც მივუთითებთ ამისკენ, რომ როგორც კი პატივს სცემენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, იმ მომენტში, რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობები სხვანაირად დალაგდება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები