თბილისში საახალწლო განათებების ბოლო სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს

დედაქალაქში საახალწლო სამზადისი გრძელდება. ქუჩებში, პარკებსა და სკვერებში ილუმინაციებისა და დეკორაციების მოწყობა სრულდება. ბოლო ეტაპის სამონტაჟო სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ჭავჭავაძის გამზირზე და გიორგი წერეთლის ქუჩაზე შეასრულეს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ილუმინაციების მოწყობის დასკვნით სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.

ასევე, სრულდება მთავარი ნაძვის ხის აწყობა პირველი რესპუბლიკის მოედანზე. 12 დეკემბერს ნაძვის ხესთან ერთად, მთელი ქალაქის ილუმინაციები აინთება. საახალწლო განათებები და კონსტრუქციები თბილისში 90-მდე ქუჩაზე და 30-მდე სკვერში მოეწყო.

სამუშაო პროცესში ყოველდღიურად ჩართული იყო „თბილსერვის ჯგუფის“ 250-ზე მეტი თანამშრომელი და 40-მდე სპეცმანქანა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები