მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ხელისუფლება თავის პოლიტიკას ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე აყალიბებს

„ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე ძალიან დიდი ხანია ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ნაბიჯების განსაზღვრისას, პირველ რიგში, მოქმედებს მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე  და ეს არის ჩვენთვის ამოსავალი წერტილი. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოგვიწია ძალიან ბევრ საკითხზე კომპრომისის გაკეთება და ეს კომპრომისები იყო ზუსტად იმ კრიტიკის, თუ იმ თავდასხმების საფუძველი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო ბოლო პერიოდში“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, სწორედ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება გახდა გარკვეული ძალებისთვის მიუღებელი.

„ჩემი ეროვნული ინტერესი სავსებით შესაძლებელია, რომ არ მოდიოდეს თანხვედრაში სხვების ეროვნულ ინტერესებთან და სწორედ აქ იწყება ერთგვარად კონფლიქტი. მაგრამ ამ კონფლიქტში, მე ვარ მართალი, მართალი იმიტომ, რომ მე ვიცავ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს; ეს ხელისუფლება თავის პოლიტიკას აყალიბებს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, – თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები