ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში, საოფისე შენობაში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 22 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორსული ქალი, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
შენობიდან, რომელიც დრონების კომპანიის გაყიდვებისა და საწყობის ოფისად გამოიყენებოდა, ბევრი მუშა შესვენებაზე იყო გასული.
ხანძრის ლოკალიზებისთვის ასობით თანამშრომელი და 29 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. მისი ჩაქრობის პროცესი რამდენიმე საათს გაგრძელდა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი, მათ შორის რამდენიმე მძიმე მდგომარეობაშია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია.