შსს-ს სასაზღვრო პოლიციას თავდაცვის სამინისტროს სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელები ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელები ესტუმრნენ. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

,,ვიზიტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის 2025-2026 სასწავლო წლის გეგმა-კალენდრის ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანს საჯარო უწყებების, მათ შორის სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის გაცნობა და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

სტუმრებს, სასაზღვრო პოლიციის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლებმა სასაზღვრო პოლიციის საქმიანობა, მიზნები და ამოცანები გააცნეს, ასევე, წარუდგინეს პრეზენტაცია საქართველოს საზღვრების დაცვის სპეციფიკის შესახებ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელების ვიზიტები საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში მომავალშიც გაგრძელდება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები