ირაკლი ალასანია საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო

  თბილისის საკრებულოს ისტორიულ შენობაში „თბილისობა 2014-ის“ საზეიმო გახსნა და საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის წევრები, მათ შორის თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრნენ.
საკრებულოში ასევე იმყოფებოდნენ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, საპატიო სტუმრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. თბილისობის საზეიმო გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II დალოცა.
ღონისძიების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ღვაწლმოსილი ადამიანები თბილისის საპატიო მოქალაქის ჯილდოთი, სიგელითა და სიმბოლური გასაღებით დააჯილდოვა. დაჯილოების ცერემონიალის შემდეგ, კონცერტი გაიმართა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო.
თბილისობის დღესასწაული 1979 წლის 28 ოქტომბრიდან ტრადიციულად შემოდგომაზე, ოქტომბრის ბოლო კვირას აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები