“მე აღვიქვამ ამ ჯილდოს, როგორც ნიშანს ქართველ და ამერიკელ ხალხებს შორის მეგობრობისა და სიყვარულისას”

  ჩემთვის, როგორც ამერიკელისთვის. დიდი პატივია ჯილდო, რომელიც დღეს მივიღე, – აღნიშნული განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა გააკეთა.
რიჩარდ ნორლანდმა დღევანდელი დღე მიულოცა სრულიად საქართველოს და ქართველ მოსახლეობას.
“შესანიშნავი დღესასწაულია “თბილისობა”, თქვენთან ერთად აღვნიშნავ ათასობით წლის ტრადიციას, ისტორიას, კულტურას, ტოლერანტობას, ეთნიკური და რელიგიური წარმოშობის ადამიანებს შორის ურთიერთობებს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ამერიკელისთვის. დიდი პატივია ჯილდო, რომელიც დღეს მივიღე. ეს გახლავთ ისეთი რამ, რასაც მთელი ცხოვრება გავუფრთხილდები. მე აღვიქვამ ამ ჯილდოს, როგორც ნიშანს ქართველ და ამერიკელ ხალხებს შორის მეგობრობისა და სიყვარულისას”, – განაცხადა ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა.
დღეს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ რიჩარდ ნორლანდი “საპატიო თბილისელის” წოდებით დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები