დედაქალაქის საკრებულოში საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება

  თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს დედაქალაქის საკრებულოში საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
დაჯილდოების ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დაესწრებიან.
პრემიერ-მინისტრი დაჯილდოების ცერემონიას გახსნის, სიტყვით მიმართავს მოქალაქეებს და თბილისობას მიულოცავს. გარდა ამისა, პრემიერი დაასახელებს იმ ათ მოქალქეს, რომელსაც საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭება.
თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები