თბილისობასთან დაკავშირებით დედაქალაქში “ღვინის ქალაქი” მოეწყობა

 თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქში “ღვინის ქალაქი” მოეწყობა. “ღვინის ქალაქი” დღეს, რიყეზე მოეწყობა. “ღვინის ქალაქის” ფარგლებში, რიყეზე “ღვინის სახლები” დაიდგმება, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებული ღვინოების სრული ასორტიმენტი, ინფორმაცია ღვინოებზე – ყურძნის ჯიშები, ტექნოლოგია, მთავარი მწარმოებლები, ისტორია და ა.შ. იქვე გაიმართება ღვინის დეგუსტაცია, გამარჯვებული კი “თბილისობაზე” დაჯილდოვდება. ფესტივალზე წარმოდგენილი ღვინოები ფასდაკლებით გაიყიდება.
“ღვინის ქალაქი” თეატრალიზებული ღვინის აღლუმით და თეატრ “ნაბადის” მსახიობების მონაწილეობით გაიხსნება. აღლუმი ჩაივლის მეტეხის ხიდზე “ღვინის ქალაქამდე”, რომელიც სიმბოლური გასაღებით საზეიმოდ გაიხსნება. გასაღები კი ქალაქის მერს გადაეცემა.
დღესვე “ღვინის ქალაქის” სცენაზე მოეწყობა ჯგუფ “ფრანი”-ს კონცერტი.
“ქართული ღვინის კონკურსი – თბილისი 2014″–ის შედეგების საზეიმო გამოცხადება და დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები