შსს-ს აკადემიაში დოკუმენტების მეორადი ინსპექტირების და ექსპერტიზის საკითხზე ტრენინგები ჩატარდა (ვიდეო)

შსს-ს აკადემიაში, ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის –„საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაუმჯობესება საზღვრისა და მიგრაციის მართვის სფეროში“ – ფარგლებში, დოკუმენტების მეორადი ინსპექტირების და ექსპერტიზის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდა. სწავლებაში მონაწილეობა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს და შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებმა მიიღეს.
პროექტს – „საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაუმჯობესება საზღვრისა და მიგრაციის მართვის სფეროში“ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) 2014 წლიდან ახორციელებს. ტრენინგს უძღვებოდნენ ექსპერტები ნიდერლანდების სამეფოდან.
სწავლების დასასრულს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი ნუგზარ სუჯაშვილი და საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი ილიანა დერილოვა დაესწრნენ. სწავლების ყველა მონაწილეს სერთიფიკატები გადაეცა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=Uhh_b_SpH2A” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები