რა დავალებები მიიღეს ბაქოში მიხეილ სააკაშვილისგან თანაგუნდელებმა და რა პროვოკაცია იგეგმება 23 ნოემბერს?

ახალგაზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი თაობა ” მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ბაქოში შეხვედრის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის წარმომადგენელთა მტკიცებით, ექსპრეზიდენტმა თანაგუნდელებს და “თავისუფალი ზონის“ წევრებს საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის ესკალაცია, პროვოკაციების მოწყობა, რელიგიურ და სოციალურ ნიადაგზე დაძაბულობა და სხვა უკანონო ქმედებების განხორციელება დაავალა. მათი განცხადებით, 23 ნოემბერს მოხდება “ნაცმოძრაობის” წევრების და მხარდამჭერების მობილიზება, რაც არეულობის დაწყების საბაბი გახდება.
“როგორც ჩვენთვის დადასტურებული ინფორმაციით ცნობილი გახდა 3 დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში შეკრიბა თავისი ბანდის წევრები, ე.წ. “დეპუტატები” და “თავისუფალი ზონის” კრიმინალურ-ექსტრემისტული დაჯგუფების ლიდერები. ამ შეხვედრაზე სააკაშვილმა ღიად განუცხადა თავისი კრიმინალური ბანდის ლიდერებს,რომ აუცილებელია საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის ესკალაცია,პროვოკაციების მოწყობა,რელიგიურ და სოციალურ ნიადაგზე დაძაბულობა და სხვა უკანონო ქმედებები. მან უსაყვედურა “თავისუფალი ზონის” ლიდერებს იმის გამო ,რომ ისინი იმ კოლოსალური თანხის სანაცვლოდ, რასაც მათ უხდიან არაფერს აკეთებენ. როგორც ცნობილი გახდა, ნაცკრიმინალთა პროვოკაციული ქმედებები უნდა დაიწყოს შედარებით მცირე აქციებით, უნდა აიწიოს დაძაბულობის ტემპერატურა და ყველაფრის საბოლოო დაგვირგვინება უნდა გახდეს 23 ნოემბერი ანუ ე.წ.ვარდების რევოლუციის წლისთავი. 23 ნოემბრისთვის უნდა მოხდეს მთელი ნაცმოძრაობის მობილიზაცია საქართველოს მასშტაბით, რაიონებიდან ხალხის თბილისში ჩამოყვანა, ექსტრემისტული დაჯგუფებების მიერ უნდა განხორციელდეს პროვოკაციები, რაც სააკაშვილის დავალებით უნდა გახდეს არეულობის დაწყების საბაბი…
გვინდა მივმართოთ მიხეილ სააკაშვილს, ნაცმოძრაობას, თავისუფალ ზონას და სხვა მარგინალურ-ექსტრემისტულ დაჯგუფებებს. კარგად მოისმინეთ და გაითავისეთ ის რასაც ქვევით წაიკითხავთ – არც გაბედოთ რომ თქვენი სისხლიანი ხელები აფათუროთ ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროვოცირებისთვის, ნუ გააკეთებთ იმას, რომ ხალხმა და საქართველოს პროგრესულმა საზოგადოებამ თქვენი ე.წ. ვარდების რევოლუციის წლისთავზე საბოლოოდ დაასამაროს ყველაფერი რაც თქვენთან ასოცირდება, ნუ აყვებით მშიშარა, ავანტურისტ და ავადმყოფ სააკაშვილს, მისთვის ყველაფერი დამთავრებულია და თქვენ გიყენებთ საზარბაზნე ხორცად რათა თავისი მანიაკალური სურვილები აისრულოს, მისთვის თქვენ არაფერს წარმოადგენთ და თუ მაინც გაბედეთ და მოაწყვეთ პროვოკაცია, იცოდეთ, რომ ისევე მიგატოვებთ, გაიქცევა და საზღვარგარეთ დაიმალება, როგორც 2008 წლის აგვისტოში მიატოვა ჩვენი გმირი ჯარისკაცები რუსული არმიის პირისპირ. ჩვენ თქვენ გაგაფრთხილეთ და ამიერიდან თქვენი ნებაა, რასაც იზამთ. საქვეყნოდ პირობას ვდებთ,რომ მთელს პროგრესულ ქართულ საზოგადოებას დავრაზმავთ თქვენი კრიმინალურ-ექსტრემისტული ჩანაფიქრის ასალაგმად“, – აღნიშნულია „თავისუფალი თაობის“ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები