“მიკვირს ის გადაწყვეტილებები, რაც საბერძნეთისა და საფრანგეთის სასამართლოებმა მიიღეს”

მიკვირს ის გადაწყვეტილებები, რაც საბერძნეთისა და საფრანგეთის სასამართლოებმა მიიღეს და იმედი მაქვს, დღეს თუ არა მომავალში მათი ექსტრადიცია მოხდება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა . წულუკიანის თქმით, პროკურატურას აქვს დადებითი შედეგებიც ამ მხრივ, რადგან მათ შეძლეს მელნიკოვის ექსტრადიცია საქართველოში.
” ექსტრადიციის მოთხოვნა სხვა ქვეყნიდან საქართველოსკენ არის მთლიანად პროკურატურის საქმე. იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ექსტრადიციის ამ ნაწილში ყველა უფლება დელეგირებულია მთავარ პროკურორზე, მის მოადგილეზე და პროკურორებზე. მათი საქმეა კომენტარი და პასუხების გაცემაც. დარწმუნებული ვარ, რომ მათ აქვთ პასუხები, რადგან მე არ ვარ ინფორმირებული, ეს უფლებამოსილება მთლიანად პროკურატურის ხელშია დელეგირებული. მე უბრალოდ მიკვირს ის გადაწყვეტილებები, რაც საბერძნეთისა და საფრანგეთის სასამართლოებმა მიიღეს და იმედი მაქვს, დღეს თუ არა მომავალში მათი ექსტრადიცია მოხდება. თუმცა პროკურატურას აქვს დადებითი შედეგებიც ამ მხრივ, როდესაც ასევე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მათ შეძლეს და მოახდინეს არჩევნებიდან ძალიან მალე თუნდაც მელნიკოვის ექსტრადიცია საქართველოში, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმეზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მოწმეა”, – განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის სასამართლომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადიციაზე უარი განაცხადა. ასევე უარი განაცხადა საფრანგეთის სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ქართულ მხარისთვის გადაცემაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები