ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ხურვალეთს ეწვია

შსს-ს ორგანიზებით გორის რაიონის სოფელ ხურვალეთს ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი და ლიტვის დელეგაციის სხვა წევრები ეწვივნენ. დელეგაციას შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
შს სამინისტროს ცნობით, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძვანელმა შალვა ენუქიძემ სტუმრებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობა, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დამონტაჟებული მავთულხლართების და ღობეების შედეგად გამოწვეული პრობლემები გააცნო.
ვიზიტისას მაღალი რანგის სტუმრებს ასევე მიეცათ საშუალება, გასაუბრებოდნენ სოფელ ხურვალეთის მაცხოვრებლებს და მოესმინათ იმ პრობლემების შესახებ, რომელიც უკანონოდ დამონტაჟებულმა ხელოვნურმა ბარიერებმა ამ მოსახლეობას შეუქმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები