მთავრობამ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებულ კანონში რამდენიმე ცვლილება დაამტკიცა

უცხოელებს, ვინც პირველი მარტიდან სექტემბრამდე თავისი საბუთების მოწესრიგება ვერ მოასწრო, პირველ მარტამდე ექნებათ საშუალება, საკუთარ ქვეყანაში დაუბრუნებლად შეცვალონ ვიზის კატეგორია, თუკი ამის შესაბამისი საბუთები ექნებათ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დამთავრების შემდეგ განუცხადა.
წულუკიანის თქმით, არაფერი იცვლება საზღვარზე ვიზის აღების მხრივ, გარდა იმისა, რომ სატვირთო მანქანების 5-დღიანი სატრანზიტო ვიზა გახდება 10-დღიანი და იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ტერიტორიაზე მათ მანქანა გაუფუჭდათ, მშვიდად შეძლონ მისი შეკეთება. “მათ ექნებათ საშუალება, იუსტიციის სახლში აიღონ შესაბამისი ბინადრობის ნებართვა, თუკი ამისათვის საკმარისი საბუთები ექნებათ. დღეს ასევე დამტკიცდა ცვლილება – ყველა ინგილოს, თუ სხვა ჩვენი ქვეყნის შვილს, თუკი ექნება თანამემამულის სტატუსი, შეეძლება სპეციალური ბინადრობის ნებართვის მოთხოვნით სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართოს, თან ისე, რომ არ მოუწიოს თავის ქვეყანაში წასვლა. ეს შეღავათები მოგვცემს საშუალებას, რომ უცხოელებს, სხვა ქვეყნის მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება, საკუთარი საბუთები პირველ მარტამდე მოაწესრიგონ და თანაც ისე, რომ ჩვენი ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი ევროკავშირთან არ დაზიანდეს”, – განაცხადა თეა წულუკიანმა. საქართველოს მთავრობამ უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები