საქართველოს ხელისუფლება საქველმოქმედო საქმიანობას მხარს უჭერს

საქართველოს საგადასახადო კოდექსში შედის ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული მორიგი ცვლილება, რომელიც მიმართულია ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან საქველმოქმედო საქმიანობის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.
როგორც მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცვლილების თანახმად, ყველა ბენეფიციარი, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში მკურნალობის, ანდა სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქველმოქმედო ორგანიზაციიდან მიიღებს სარგებელს და დახმარებას თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. აღნიშნული სარგებლის თანხა არ იქნება გათვალისწინებული ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში და, შესაბამისად, ამ ნაწილში თავისუფლდება ქონების გადასახადისგან. აღნიშნული დებულებების მოქმედება გავრცელდება 2014 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. მინისტრის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში უფრო მეტი თანხის მიმართვას და მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ჩვენი იმ თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ისედაც დიდი სოციალური დანახარჯების წინაშე დგანან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები