რაქვიაშვილი – 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებზე: სიტუაციას შეიძლება, ნებისმიერი გამართლება უპოვონ, ნაცვლად იმისა, რომ შეცდომა აღიარონ და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ
“სიტუაციას შეიძლება, ნებისმიერი გამართლება უპოვონ, ნაცვლად იმისა, რომ შეცდომა აღიარონ და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ”, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით ის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.
„ხედავ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არ გამოსულა – რომ რევოლუცია მოაწყო, ხალხს მოუწოდებ, წადით რეზიდენციისკენ და გასაგებია, რომ იქ რაღაც მოხდება. თუ იცი, რომ სპეცრაზმმა იარაღი დაყარა, რაღა პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიდიხარ, როდესაც ის არაფერს წყვეტს ქვეყანაში, წადი კანცელარიისკენ. სიტუაციის ძალიან უხერხული გამართლებაა, ნაცვლად იმისა, რომ შეცდომა აღიარონ და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ, რომ ხალხში იმედი გააჩინეს, ჯერჯერობით, ასეთი უცნაური ახსნები გვესმის“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.