მანამდე იყო შემთხვევა, როდესაც დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება გამოავლინა სუს-მა, ახლა არის იარაღის მარაგი, აშკარაა, რომ მიდიოდა პროცესები, რომლებიც უკავშირდებოდა არეულობის გეგმის რეალიზებას ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მნიშვნელოვანია, გამოძიებამ ყველა კითხვას პასუხი გასცეს და ყველაფერი საბოლოოდ დადგინდეს.
„დანარჩენზე გამოძიებამ უნდა ისაუბროს, მაგრამ კონკრეტულ ადამიანებს რომ ჰქონდათ მძიმე გეგმები, ეს უკვე აშკარად იკვეთება გამოძიების მიმდინარეობისას. თუმცა მთავარია, გამოძიებამ ყველაფერი საბოლოოდ დაადგინოს სრული სიცხადით”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.