გურამ მაჭარაშვილი – პროფესორ მარინე ჩიტაშვილზე: „ნაცმოძრაობას“, მის პატრონებს და მის ფილიალებს საქართველოში ძალადობრივი სცენარი ჰქონდათ გაწერილი
“ის, რომ ნაცმოძრაობას, მის პატრონებს და მის ფილიალებს საქართველოში ძალადობრივი სცენარი ჰქონდათ გაწერილი, ამას თვითონაც არ უარყოფდნენ უკვე,“- ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა პროფესორი მარინე ჩიტაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ძალადობრივ ქმედებებს მხარდაჭერა არ ჰქონდა საზოგადოებაში.
„გაფრთხილება იყო სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ამას ვერ მოახერხებდნენ, რადგან მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, არ ჰქონდათ საზოგადოებაში. აქ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ნაცმოძრაობის პროფესორი და პროფესორი შეიძლება ბრჭყალებშიც ჩავსვათ, იმიტომ რომ პოლიტიკურ პროცესებში, როდესაც შენ გინდა, რომ პარტიამ გაიმარჯვოს მსხვერპლით, სისხლით და ა.შ. რა თქმა უნდა, შენ პროფესორი არ გეწოდება და ჩვეულებრივი რევკომის წევრი ხარ. წარმოგიდგენიათ, სტუდენტებს რას ასწავლის ეს ადამიანი? იმიტომ არის, რომ სამწუხაროდ, ზოგიერთი სტუდენტი, მადლობა ღმერთს, ძალიან ცოტა, მაგრამ მაინც, აჰყვება ხოლმე ამ ე.წ. პროფესორების “ჭკუათმყოფელობას”. საჯაროდ რომ პროფესორად წოდებული ადამიანი იტყვის, რომ თურმე გამარჯვება შეიძლება მხოლოდ გვამებსა და სისხლებზე, ამას ამბობს მხოლოდ ნაცმოძრაობის პროფესორი, მას პროფესორობა აქვს ნაცმოძრაობისგან მინიჭებული. ამაში კი ბატონო, ვეთანხმები,” – ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
შეგახსენებთ, პროფესორი მარინე ჩიტაშვილის თქმით: „4 ოქტომბერი რომ განვითარებულიყო უფრო დრამატულად, ყოფილიყო მსხვერპლი, სისხლი, გასროლა, მაშინ შეგვეძლო გვეთქვა, რომ ეს იქნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობის, ეს 4 ოქტომბერი იყო უბრალოდ არარაციონალურად დაგეგმილი“.