“ეუთო/ოდირი არ დააკვირდა არჩევნების პროცესს და მაინც მიხვდა, რომ აქცია ძალადობრივი იყო” – გურამ მაჭარაშვილი
“სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის ეურობიუროკრატიის მხრიდან ძალადობრივი აქციების წახალისება და დაფინანსება, 4 ოქტომბერს დასრულდა ეს იდეა”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს.
როგორც ის განმარტავს, ყველაზე მთავარი, რაც მოხდა 4 ოქტომბერს, არის ის, რომ გადატყდა დამხობის და რევოლუციის იდეა და ამას მხარი აღარავინ დაუჭირა.
“ეუთო/ოდირი არ დააკვირდა არჩევნების პროცესს და მაინც მიხვდა, რომ აქცია ძალადობრივი იყო. რომ დაკვირვებოდა, იმასაც მიხვდებოდა, რომ თუ ვინმეს უფლებები დაირღვა ამ პროცესში, აქციების დროს, ეს იყო სახელმწიფო და კერძო მესაკუთრეების უფლებები – რომ დაწვეს და გაანადგურეს კაფეები და სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული ნივთები”, – აცხადებს მაჭარაშვილი.