წილოსანი – ელჩებზე: ეს ადამიანები უნდა ათვითცნობიერებდნენ, რომ თუ საქართველოში პრეზიდენტის სასახლის შტურმს ახალისებენ, მაშინ საკუთარ ქვეყნის შემთხვევაში იდენტური არ უნდა იყოს განსაკუთრებული დანაშაული

“ეს ადამიანები უნდა ათვითცნობიერებდნენ, რომ თუ საქართველოში პრეზიდენტის სასახლის შტურმს ახალისებენ და უჭერენ მხარს, მაშინ საკუთარ ქვეყნის შემთხვევაში იდენტური არ უნდა იყოს განსაკუთრებული დანაშაული”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

ის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით უცხოელი აქტორების პოზიციასთან გამოეხმაურა.

„მსუბუქად რომ შევაფასოთ, უპატივცემულობაა იმ ქვეყნის, რომელშიც ისინი იმყოფებიან და მინიმუმ პატივს უნდა სცემდნენ, იურიდიულ და სამართლებრივ შეფასებაში რომ აღარ გადავიდე. ეს ადამიანები უნდა ათვითცნობიერებდნენ, რომ თუ საქართველოში პრეზიდენტის სასახლის შტურმს ახალისებენ და უჭერენ მხარს, მაშინ საკუთარ ქვეყნის შემთხვევაში იდენტური არ უნდა იყოს განსაკუთრებული დანაშაული. არადა ვხედავთ თუნდაც გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და სხვა ქვეყნები როგორ აგრესიულად შლიან დემონსტრაციებს, რომელიც სრულებით არ უკავშირდება არც სახელმწიფო დამხობას და რაღაც გადატრიალებას, არამედ საქმე გვაქვს რაღაც იდეის ირგვლივ შეკრებილ ადამიანებთან“, – აცხადებს წილოსანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები