“ერთ-ერთი დაშავებული სამართალდამცველის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა; უნდა ილოცონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ასეთი რამ გააკეთეს, სახელმწიფოს რეაგირება არ იქნება მათთვის მარტივი და მსუბუქი” – ირაკლი კობახიძე

“ერთ-ერთი დაშავებული სამართალდამცველის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა – უნდა ილოცონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ასეთი რამ გააკეთეს… სახელმწიფოს რეაგირება არ იქნება მათთვის მარტივი და მსუბუქი”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც პრემიერმა განმარტა, ძალიან მკაცრი იქნება სახელმწიფო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც აღმართავს ხელს პოლიციელზე.

“სამართალდამცველები არიან დაშავებულები, მათ შორის, ერთ-ერთ დაშავებულს აქვს საკმაოდ მძიმე მდგომარეობა – აქვს მოტეხილობა, აქვს ჰემატომა. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ უნდა ილოცონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ასეთი რამ გააკეთეს.

ძალიან მკაცრი იქნება სახელმწიფო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომელიც აღმართავს ხელს პოლიციელზე. ეს რეაგირება არ იქნება მათთვის მარტივი და მსუბუქი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები