პრემიერი – ოპოზიციაზე: ისინი არიან უცხოელი აგენტები და უპირობოდ ასრულებენ ყველა დავალებას, რასაც პატრონებისგან იღებენ – იძულებულნი არიან, რომ ნებისმიერი დავალება შეასრულონ, თავი მოიჭრან, წავიდნენ სისხლის სამართლებრივ სასჯელზე

“ისინი არიან უცხოელი აგენტები და უპირობოდ ასრულებენ ყველა დავალებას, რასაც პატრონებისგან იღებენ – იძულებულნი არიან, რომ ნებისმიერი დავალება შეასრულონ, თავი მოიჭრან, წავიდნენ სისხლის სამართლებრივ სასჯელზე და ა.შ.:, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა განმარტა, “როდესაც ხარ უცხოური აგენტი, შენ არ გაქვს თავისუფლება და რასაც დაგავალებენ, ის უნდა გააკეთო”.

“თქვენ ხედავთ, როგორ მდგომარეობაში იყენებენ თავს. შეუძლებელია, თუ არა გარე დავალებები, კარნახი, უცხოური აგენტობა, რომ ასეთ რაღაცაზე წახვიდე. უბრალოდ ჩემთვის წარმოუდგენელია. კი არ მაქვს მაინც და მაინც მაღალი წარმოდგენა მათ ინტელექტზე, მაგრამ ასეთი უინტელექტოებიც არ უნდა იყვნენ, რომ ასეთ რაღაცაზე წავიდნენ, რომ არა მათი აგენტობა. ისინი იღებენ დავალებებს და იძულებული არიან, რომ ნებისმიერი დავალება შეასრულონ, თავი მოიჭრან, წავიდნენ სისხლის სამართლებრივ სასჯელზე და ა.შ. მე არ მგონია, რომ ასეთი სულელები იყვნენ ეს ადამიანები. შესაბამისად, ერთადერთი ახსნა აქვს ამ ყველაფერს, რომ ისინი არიან უცხოელი აგენტები და უპირობოდ ასრულებენ ყველა დავალებას, რასაც პატრონებისგან იღებენ“,- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები