“ამ წუთიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაემორჩილოს ქართველ ხალხს და არა ბიძინა ივანიშვილს” – პაატა ბურჭულაძე
“ამ წუთიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა დაემორჩილოს ქართველ ხალხს და არა ბიძინა ივანიშვილს”, – ამის შესახებ ორგანიზაცია “რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
ასევე, ბურჭულაძემ “ქართული ოცნების“ ექვსი ლიდერი დაასახელა, რომელიც „სასწრაფოდ უნდა დაატყვეოს“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
“ნომერი პირველი – ირაკლი კობახიძე, ნომერი ორი – შალვა პაპუაშვილი, ნომერი სამი – ანზორ ჩუბინიძე, ნომერი ოთხი – მამუკა მდინარაძე, ნომერი ხუთი – თეა წულუკიანი, ნომერი ექვსი – ბიძინა ივანიშვილი.
ამ წუთიდან, ჩვენ გვეკუთვნის ძალაუფლება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, ისინი ჩვენ ჩაგვაბარონ. ის ადამიანები, ვინც დაუფარავენ მათ, ასევე მიეცემიან პასუხისგებაში. არც პირადი დაცვა არ უშველით, პირადი დაცვაც მიეცემა პასუხისგებაში და შინაგანს საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.