გივი მიქანაძემ მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მთაწმინდის რაიონის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გივი მიქანაძემ მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის და მათ სერტიფიკატები გადასცა.

„ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, პარლამენტის წევრი, მთაწმინდის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის აღნიშნული ინიციატივა პედაგოგთა წახალისებას, მათი შრომის აღიარებასა და ღვაწლის დაფასებას ემსახურება.

პედაგოგები, რომლებიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ჯილდოვდებიან, დაესწრებიან მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები