შალვა პაპუაშვილი: ხაბეიშვილის და კუპრავას საქმეები არის პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლიანობის კიდევ ერთი დასტური

„ლევან ხაბეიშვილის და ზვიად კუპრავას საქმეები არის პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლიანობის კიდევ ერთი დასტური,“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

„ლევან ხაბეიშვილის და ზვიად კუპრავას საქმეები არის პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლიანობის კიდევ ერთი დასტური. „ნაციონალური მოძრაობა” – როგორც ორგანიზაცია და როგორც იდეოლოგია – დემოკრატიული წესწყობილების მტერია. ასეთი იყო ის ხელისუფლებაში ყოფნისას და ასეთად რჩება ის ოპოზიციაში“, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები