შალვა პაპუაშვილი: 2026 წლის ბიუჯეტი არის ქართველი ხალხის ქვეყნისადმი ბრძნული დამოკიდებულების დამსახურება

,,ბიუჯეტი, რომლის განხილვასაც პარლამენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შეუდგება და წლის ბოლომდე მივიღებთ, არის ქვეყნის სწორი მიმართულების კიდევ ერთი ასახვა. ეს არის ჩვენი მიზანი. ეს არის სინამდვილეში ეროვნული ინტერესი და არა ის, რისკენაც გარედან გვიბიძგებენ”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 2026 წლის ბიუჯეტი არის ქართველი ხალხის ქვეყნისადმი ბრძნული დამოკიდებულების დამსახურება.

„ჩვენ რომ დაგვეჯერებინა თავის დროზე ბრიუსელისთვის და ზოგიერთი არამკითხე მრჩევლისთვის, ეკონომიკურ ზრდაზე და გაზრდილ ბიუჯეტზე, პენსიების ზრდასა და სხვადასხვა დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტზე [კი არ ვისაუბრებდით], დღეს გვექნებოდა სადარდებელი ომისგან დანგრეული ქვეყანა როგორ აღგვედგინა. ვინც დაუჯერა ამ მავნე რჩევებს გარედან, ხედავთ, სადაც არიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მან მაგალითად მოლდოვის ეკონომიკა მოიყვანა და აღნიშნა, რომ 2021 წელს იქ საქართველოზე მაღალი ზრდა იყო, თუმცა 2022 წლიდან, როგორც კი უკრაინაში ომი დაიწყო და მოლდოვაში გარე რჩევებს დაუჯერეს, ქვეყანაში 5%-იანი ეკონომიკური ვარდნა დაფიქსირდა, მას შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 0-ის ირგვლივ ბრუნავს.

„იმიტომ რომ ვეტინგები ატარეს, ეკონომიკურად, პოლიტიკურად დაუჯერეს, აქვს ეს შედეგი. საქართველოს, რომელმაც არ დაუჯერა მავნე რჩევებს, დღეს 8%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს. უკვე ტენდენციად რჩება, რომ სხვადასხვა ინსტიტუციის პირველადი შეფასებები წლის განმავლობაში იზრდება. გუშინაც, აზიის განვითარების ბანკმა 6%-დან 7%-მდე გაზარდა [საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი]. ეს არის მშვიდობის შედეგი. შესაბამისად, 2026 წლის ბიუჯეტი არის ქართველი ხალხის ქვეყნისადმი ბრძნული დამოკიდებულების დამსახურება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები