მახაშვილი – ირაკლი კუპრაძეზე: საკუთარ შეცდომებს, არაეფექტიანობას და უსუსურობას სხვას აბრალებენ

“საკუთარ შეცდომებს, არაეფექტიანობას და უსუსურობას სხვას აბრალებენ”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით ის კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატ ირაკლი კუპრაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „კოალიციის წევრებზე, მაჟორიტარებზე, მერებზე, ადგილობრივ ლიდერებზე მიმდინარეობს ძალადობრივი ზეწოლა და შეტევა“.

„არც იმაზე ვართ წინააღმდეგი, რაიმე კონკრეტული თუ უჭირავთ ხელში, მტკიცებულება და არგუმენტი, რაიმე ტიპის დარღვევას წარმოადგენენ, სასამართლო წესით იდავონ. ნაკლებად მგონია, რომ ეს რეალური და მასშტაბური პრობლემაა. აქა იქ, ზოგიერთ რაიონში შეეცდებიან, თითოეული მაგალითით წარმოაჩინონ, თითქოს ეს სისტემური პრობლემაა. სინამდვილეში, პრობლემა უნდა ეძებონ საკუთარ თავში და არა „ქართულ ოცნებაში“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები