სამგორში ვეტერანებთან შეხვედრა გაიმართა
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნების” სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან კობა კობალაძესთან, პარლამენტის სამგორის რაიონის დელეგატთან ვარლამ ლიპარტელიანთან და სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატებთან გიორგი დოხტურიშვილთან და მამუკა ხაბარელთან ერთად ვეტერანებს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მეომრებსა და ვეტერანებზე უკეთ არავინ იცის მშვიდობის ფასი და ამიტომ ვეტერანები მხარდაჭერას უცხადებენ მმართველი გუნდის პოლიტიკას, რომელიც მშვიდობის შენარჩუნებასა და ქვეყნის შემდგომ განვითარებაზეა ორიენტირებული. ვეტერანებმა მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში მხარდაჭერა აღუთქვეს კანდიდატებს, რომლებმაც თავის მხრივ აღნიშნეს, რომ „ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში ვეტერანების ღვაწლი სათანადოდ დაფასდა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.