„შარშან, როდესაც ევროპარლამენტარები ჩამოსულები იყვნენ, მიტინგზე გამოვიდნენ და ისეთი სიტყვებით მიმართეს, რაც მიანიშნებს, რომ მათ არ ესმით ქართული უმრავლესობის განწყობები” – ნუკრი შოშიაშვილი
“ევროპარლამენტარები ქართული საზოგადოების განწყობებზე ინფორმაციას იღებენ პოლიტიკურ მოტივირებული საზოგადოებისგან. ამიტომ, რეალური მგრძნობელობა ქართული საზოგადოებისადმი აქვთ დაკარგული”, – ამის შესახებ გადაცემაში „EURO ანატომია“ ისტორიკოსმა, ნუკრი შოშიაშვილმა ისაუბრა.
„შარშან, როდესაც ევროპარლამენტარები ჩამოსულები იყვნენ, მიტინგზე გამოვიდნენ და ისეთი სიტყვებით მიმართეს, რაც მიანიშნებს, რომ მათ არ ესმით ქართული უმრავლესობის განწყობები, რადგან მათ სხვა ინფორმაცია აქვთ, აბსოლუტური სხვა წარმოდგენა აქვთ ქართულ საზოგადოებაზე“, – აღნიშნა ისტორიკოსმა.