“დათვლილია, რომ სააკაშვილი წელიწადში 14-დან 20 მილიონს ხარჯავდა სწორედ ლობირებაში ევროკავშირსა და აშშ-სთან” – ნუკრი შოშიაშვილი

“ევროკავშირი ხშირ შემთხვევაში არის ლობირების სივრცე და ამ ლობირების სივრცეში საკმაოდ მსუყე თანხებს ხარჯავდა სააკაშვილის რეჟიმი გარკვეული პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ, რომ ქვეყნის შიგნით მას მისცემდნენ ლეგიტიმაციას”, – ამის შესახებ ისტორიკოსმა, ნუკრი შოშიაშვილმა გადაცემაში „EURO ანატომია“ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, დათვლილია, რომ სააკაშვილი წელიწადში 14-დან 20 მილიონს ხარჯავდა სწორედ ლობირებაში ევროკავშირსა და აშშ-სთან.

“დღეს ეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. დღეს გაჩნდა აღმოსავლეთ ევროპის მთელი რიგი სახელმწიფოები, რომლებიც სუვერენულ პოლიტიკას ატარებენ. ბორელი ამბობდა, რომ როდესაც ის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ჩადიოდა და ჭკუას ასწავლიდა მათ, ისინი პასუხობდნენ, რომ ჩინელები ჩამოდიან ინვესტიციებით და თქვენ ინვესტიციებით არ ჩამოდიხართ, თქვენ მხოლოდ ჭკუას გვასწავლითო. განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდეგ, რეალობა გახდა ის, რომ ჩინური, აღმოსავლური ინვესტიციები შემოდის ჩვენს ქვეყანაში ყოველგვარი იდეოლოგიური ვალდებულებების გარეშე.

მთელი პოლიტიკური და ჰეგემონური ინფრასტრუქტურა, ვგულისხმობ „ენჯეოებს“, აბსოლუტურად ბრმად ატარებდნენ მათ ინტერესებს, საკუთარ თავს – საქართველოს ასაღებდნენ, როგორც ბუფერს ევროპასა და რუსეთს შორის, რომ პირველი დარტყმები საქართველოს უნდა მიეღო. საქართველომ ამ როლზე უარის თქმის შემდეგ მიიღო დარტყმები ევროკავშირისგან“, – აღნიშნა ისტორიკოსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები